BI Solution CO. LTD. წარმოადგენთ რძის გადამამუშავებელი საწარმოო დანადგარების, რძის გამაციებელი
ტანკების, შესაფუთი დანადგარების და სხვა საკვები პროდუქტების საწარმოო საშუალებების იმპორტიორს, რომელიც შეკვეთით აწარმოებს ევროპის და აზიის წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული ტექნიკის იმპორტს საქართველოში.

კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს მაღალტექნოლოგიურ საწარმოო ხაზებს, ასევე ავტონომიურ
გადამამუშავებელ დანადგარებს რძისა და კვების მრეწველობისთვის. ჩვენს მიერ შემოთავაზებული დანადგარების ყველა კომპონენტი დამზადებულია მზოფლიო ბაზრის მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად.

BI Solution CO. LTD. მიერ დამუშავებული თითოეული პროექტი მოიცავს ნახაზებს, დრენაჟს,
ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების სისტემის გამართვას, ჰაერის ვენტილაციას და ა.შ.

BI Solution კლიენტებს სთავაზობს მომსახურების სრულ სპეტრს, რომელიც შეიცავს:

დამონტაჟებას
ექსპლუატაციაში შეყვანას
ექსპლუატაციას
სწავლებას
ინსტრუქტაჟს
გაყიდვის შემდგომ სერვისს და მხარდაჭერას

ამრიგად პრიორიტეტი ენიჭება პროექტის სწრაფ განხორციელებას და წარმოების შეუფერხებლად მუშაობას.

გარდა ამისა, გთავაზობთ მზა პროდუქციის შესაფუთი დანადგარების და შესაფუთი მასალების ფათო სპექტრს.
შეფუთვა ხორციელდება:

ჭიქებში
პაკეტებში
დასადგამ პაკეტებში
თაბახებში
ქილებში და ბოთლებში
BAG IN BOX
ვაკუუმით შეფუთვა პაკეტებში

გარდა ამისა, იმის გამო, რძის გადამამუშავებელი საწარმოების ტექნიკური გადაიარაღება და შევსება ახალი თაობის დანადგარების დიდი სიძვირის გამო საშუალო და მცირე ბიზნესისათვის ხშირად მიუწვდომელია, ჩვენ გთავაზობთ გერმანული კომპანიის
Risto-ს მეორად პროდუქციას, კერძოდ, სხვადასხვა ტევადობის რძის გამაციებელ ტანკებს.