ჰანგჯოუს ელექტრონული მოწყობილობების ქარხანა XIHU Electronic Equipment Factory შეიქმნა 1992 წელს. 10 წლის თავდაუზოგავი შრომისა და მუდმივი კვლევების შედეგად წარმოება გაიზარდა და ჩამოყალიბდა შესაფუთი დანადგარების მწარმოებელ ერთ-ერთ უმძლავრეს საწარმოდ ჩინეთში.

საწარმო გთავაზობთ შესაფუთი დანადგარების ყველა მოდელის ფართო სპექტრს და შესაფუთ მასალებს. გარდა ამისა,
შესაძლებელია პროდუქციის კონსტრუქციის შეცვლა და გაუმჯობესება დამკვეთის სურვილის მიხედვით. კომპანია აწარმოებს
30 პროდუქტის 100-ზე მეტ მოწყობილობას. ძირითადი პროდუქციაა:

1. შესაფუთი დანადგარები თერმული შეკუმშვით
2. პლასტიკური ფირით ჰერმეტულად დასალუქი დანადგარები
3. ვაკუუმის შესაფუთი დანადგარები
4. ღვედებით შესაფუთი დანადგარები
5. ინდუქციური დასალუქი დანადგარები
6. მუყაოში შესაფუთი დანადგარები
7. შესაფუთი დანადგარები ზედაპირული შემოხვევით
8. კოდირების დანადგარები, ლაზერული და ჭავლური პრინტერებით

XIHU Electronic Equipment Factory-ის პროდუქცია წარმატებით იყიდება მთელი მსოფლიოს ათეულობით ბაზარზე, მათ შორის, სამხრეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის 50-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონში. კომპანიისთვის პრიორიტეტულია მაღალი ხარისხი, კონკურენტუნარიანი ფასები და პროდუუქციის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი პერიოდის მომსახურეობა.
 
ჰანგჯოუს დანადგარების საწარმო HUIHE Machine Facture Co., Ltd.  ისწრაფვის გახდეს კვების პროდუქტების მწარმოებელი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების კოოპერატიული პარტნიორი. კომპანიის მისიაა გააუმჯობესოს კვების მრეწველობის საწარმოების განვითარება და უზრუნველყოს მათი მაღალი ეფექტურობა.

კომპანია  აწარმოებს უჟანგავი ფოლადის ყველა ტიპის კონტეინერებს. კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან ამზადებს სხვადასხვა სახის  რეზერვუარებს, ჩანებს ორმაგი კედლებით, ავტოკლავებს, რძის გამაციებელ ტანკებს, ფერმენტატორებს და სხვა. ყველა დანადგარი შეესაბამება სანიტარულ ნორმებს და, ამრიგად, ეფექტურად არის დაცული ადამიანების ჯანმრთელობა.

დაარსების დღიდან, ანუ
2005 წლიდან, Huihe Machine ემსახურება კლიენტებს გაყიდვის წინა პროცესიდან დაწყებული, გაყიდვისშემდგომი სერვისით დამთავრებული. კომპანიის მიზანია შეინარჩუნოს გარანტირებული ხარისხი, პროდუქციის მრავალფეროვნება, კონკურენტუნარიანი ფასები, პროდუქციის დროული მიწოდება. კომპანიის დევიზია "სამართლიანი, პრაგმატული და ორმხრივი მოგება".

პროდუქცია ძირითადად განკუთვნილია თხევადი და ნახევრადთხევადი პროდუქტების მოსარევად, შესანახად, გასაცხელებლად, სტერილიზაციისა და ფილტრაციისთვის, ფარმაცევტული, საკვები პროდუქტების, წვენების, რძის პროდუქტების წარმოებებისთვის, ქიმიური და ბიოლოგიური ინდუსტრიისთვის. კომპანიას ჰყავს მაღალკვალიფიკაციური პროფესიონალების ჯგუფი და ტექნიკური პერსონალი, რათა  პროდუქციის გაყიდვის შემდგომ განახორციელოს სამონტაჟო-ტექნიკური და საკომუნიკაციო სამუშაოების სრული პროცესი.
 
გერმანული კომპანია Risto Gbr. პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი წარმოებისა და ცნობილი ევროპული ბრენდების პროდუქციის მსხვილი ტრეიდერია. კომპანიამ თავისი მოღვაწეობა 10 წლის წინ დაიწყო სტაციონარული გამაციებელი სისტემების გაყიდვით, როგორებიცაა რძის გამაციებელი ტანკები, რძის კონტეინერები, რძის აბაზანები, ფირფიტოვანი გამაციებლები, სითბოს რეკუპერატორები, რძის მოძრავი ავზები და საწველი აპარატები. კომპანიამ შეძლო ჩამოეყალიბებინა მომწოდებელთა სერიოზული ჯგუფი.

განვლილი
10 წლის განმავლობაში კომპანიამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები. ჩამონათვალი პროდუქციიდან ზოგი გაუქმდა, ხოლო ზოგიც დაემატა კომპანიის მიერ შემოთავაზებულ დანადგარებს.  ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქციას დაემატა ახალი სისტემები, კერძოდ, რძის გამაციებელი მეორადი ტანკები, სილოსის ბუნკერები, რძის მიმღები პუნქტები, სასმელი წყლის რეზერვუარები, რძის ავტომატები, ტანკების გასარეცხი მოწყობილობები, გამაციებელი აგრეგატები, პასტერიზატორები.
 
კომპანია TESSA-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა - საკვები პროდუქტების მინი ქარხნებისა და შესაფუთი დანადგარების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი.

კომპანია
TESSA აწარმოებს:

> რძის გადამამუშავებელ და რძის პროდუქციის ფართო სპექტრის საწარმოო კომპლექსურ მინი ქარხნებს (წარმადობით
500 ლიტრიდან 50 000 ლიტრამდე ერთ ცვლაში).
> წვენებისა და გამაგრილებელი სასმელების საწარმოო ხაზებს (როგორც ახალი ხილის, ასევე კონცენტრატების).
> კონსერვებისა და რბილ შეფუთვაში მოთავსებულ საკვებად გამზადებულ პირველი და მეორე კერძების საწარმოო ხაზებს.
> თხევადი და პასტისებური პროდუქტებისთვის ავტომატურ და ნახევრადავტომატურ შესაფუთ აგრეგატებს, ისეთი
პაკეტებისთვის, როგორებიცაა
Doy-Pack, Bag-in-Box, Tetra-Rex, პლასტიკური ჭიქები, PET (პოლიეთილენ ტერეფტალატი) ბოთლები, ქილები Twist-off და სხვა.
> საკვები დანადგარების ცალკეულ ერთეულებს (პასტერიზატორები, სეპარატორები, ჰომოგენიზატორები, სხვადასხვა
დანიშნულების ტევადობები და ა.შ.).
საწარმოო ხაზები დამზადებულია მაღალი ხარისხის საკვები უჟანგავი ფოლადისგან ევროპული სტანდარტების მიხედვით.

კომპანია
TESSA უზრუნველყოფს  დანადგარებისა და საწარმოო ხაზების მონტაჟს, პროდუქციის პირველი პარტიის გამოშვებას, პერსონალის სწავლებას, ასევე დანადგარების ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე. საგარანტიო (1 წელი) და გარანტიის შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას.
 
კომპანია COMAT წარმოადგენს გამოცდილებისა და საიმედოობის საწინდარს რძისა და ყველის მრეწველობისთვის განკუთვნილი დანადგარების, საწარმოო ხაზების, ავტომატური მოწყობილობების პროექტირებისა და წარმოების სფეროში.

ორი თაობის გამოცდილება აერთიანებს განუწყვეტელ ძიებასა და ინოვაციების განვითარებისკენ სწრაფვას, უზრუნველყოფს ხარისხს და  განუწყვეტელ თანამშრომლობას კლიენტებთან, რომლებმაც საშუალება მისცეს კომპანიას
COMAT გაეშალა ახალი ჰორიზონტები და მოეცვა ახალი ბაზრები, განემტკიცებინა საინჟინრო-მექანიკური ეტალონის ხარისხი "დამზადებულია იტალიაში", გლობალურ საბაზრო ეპოქაში გამოეჩინა თავი რძისა და ყველის მრეწველობაში. 1990 წლიდან, კომპანია ყოველწლიურად ანახლებს და აფართოებს თავის ტექნიკურ პოტენციალს.

ბაზარი აღიარებს კომპანიის
COMAT-ის მოწინავე პოზიციებს, რომელიც მიზნად ისახავს გაამყაროს თავისი პოზიციები, გაზარდოს ინვესტიციები უახლესი ტექნოლოგიების დასანერგად, შექმნას განვითარებული და ხელმისაწვდომი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები, მოწინავე სერვისის სამსახური, ინდივიდუალური ყურადღება მიაქციოს ყოველ ცალკეულ დანადგარსა და საწარმოო ხაზს.

1998 წელს კომპანიას მიენიჭა ხარისხის სისტემის UNI ISO სერთიფიკატი წარმოების ყველა ეტაპის სპეციფიკაციით,
პროექტირებით დაწყებული და ტესტირებით,  დანადგარის კლიენტის საწარმოო ფართზე საექსპლუატაციოდ გამართვით დამთავრებული.
ISO 14001 სერთიფიკატი კომპანიამ მიიღო 2010 წელს.

COMAT-ი ასრულებს დანადგარების პროექტირებასა და წარმოებას ევროკავშირის დირექტივებისა და რეგლამენტების შესაბამისად. კომპანია ასევე ითვალისწინებს იმ ქვეყნების დირექტივებს, სადაც ახორციელებს თავისი დანადგარების მიწოდებას. კომპანიის ინჟინრებს შეუძლიათ შეიტანონ კონსტრუქციული ცვლილებები და კორექტირებები დანადგარებში ან საწარმოო ხაზებში და მოახდინონ მათი ადაპტირება ნებისმიერი ბაზრის ნორმატივებისა და წესების შესაბამისად.